spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მიხეილ დაუშვილი ვახტანგ გომელაურს – ქვეყნის წინაშე მდგარ რისკებზე და გამოწვევებზე, სამწუხაროდ, თქვენ პასუხი არ გაგიციათ

“ყველა კითხვა, რომელიც საზოგადოებაში არსებობს პასუხები უნდა გაეცეს და ეს კითხვები არის იმ რისკებზე და გამოწვევებზე, რომელიც დღეს ჩვენ ქვეყანს უდგას და სამწუხაროდ ამ რისკებზე და გამოწვევებზე თქვენ პასუხი არ გაგიციათ და საერთოდ არავის გაუცია, არც მთავრობიდან და არც უმრავლესობიდან. ხშირ შემთხვევაში კი, პასუხებს, რომელსაც ჩვენ ვისმენთ სახელმწიფო ინტერესების  დამაზიანებელიც კი არ არის“, – განაცხადა პარლამენტის  წევრმა,  მიხეილ დაუშვილმა პლენარულ სხდომა, სადაც პარლამენტი „მინისტრის საათის“ ფორმატში შს მინისტრს ვახტანგ გომელაურს უსმენდა.

 

მისი თქმით, დღეს მნიშვნელოვანია სახელმწიფო ინტერესების გაფრთხილება და იმაზე საუბარი თუ როგორ უნდა დაუჭიროს მხარი საქართველომ ომში მყოფ უკრაინას.

 

“როდესაც გაიხსნა ფანჯარა იმის, რომ ევროკავშირის წევრი გავხდეთ, გაიხსნა ფანჯარა იმის, რომ აგრესორი, რომელსაც ჩვენი ქვეყნის 20% და ჩვენი ქვეყნის შესაძლებლობების 20% ოკუპირებული აქვს და მას მთელი მსოფლიო წინ  აღუდგა, ამ დროს  ჩვენ სად ვდგავართ, ამ დროს ჩვენ რას ვაკეთებთ ჩვენი მომავლისთვის  –  ეს არის მნიშვნელოვანი.

 

როდესაც უკრაინაზე ვსაუბრობთ მნიშვნელოვანია – გაიმარჯვებს თუ ვერ გაიმარჯვებს ის ამ ომში. მე მჯერა, რომ გაიმარჯვებს! ამაზეა დამოკიდებული ჩვენი ხვალინდელი განვითარება, ხვალინდელი სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა. ამ დროს იმას კი არ უნდა ვისმენდეთ, რომ სანქციები არ მუშაობს, რომ ამ ომს ვერავინ გააჩერებს და ბევრ კიდევ ქვეყნის დამაზიანებელ რამეს, არამედ უნდა ვსაუბრობდეთ იმაზე, რომ ამ ომში ჩვენ უკრაინას მხარი როგორ დავუჭიროთ. ეს განსაზღვრავს ჩვენ ხვალინდელ დღეს, ეს არის დღეს მნიშვნელოვანი“, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები