ვფიქრობთ, რომ ყველაზე პრაგმატული, პრაქტიკულად ყველაზე სწორი და შედეგიანი იქნება, რომ ჩვენ არჩევნებზე დამოუკიდებლად გავიდეთ, – ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” წევრმა მიხეილ დაუშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საარჩევნოდ ვისაც ერთიანი სიის სურვილი აქვს, უნდა ჩამოაყალიბონ ეს სია, თუმცა მისი გუნდი ამ სიაში არ იქნება.
“ჩვენი სტრატეგიით ვაგრძელებთ მოქმედებას. ჩვენს ნაწილში არაფერი შეცვლილა. ვისაც სურვილი აქვს ერთიანი სია ჩამოაყალიბოს, რა თქმა უნდა, ეს უნდა გააკეთონ. ვისაც იდეოლოგიური, ღირებულებითი და რაღაც ტიპის ერთიანობა აქვს, მივესალმებით, ხმები გააერთიანონ, რათა არ დაიკარგოს.
ვფიქრობთ, რომ ყველაზე პრაგმატული, პრაქტიკულად ყველაზე სწორი და შედეგიანი იქნება, რომ ჩვენ არჩევნებზე დამოუკიდებლად გავიდეთ”, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.