მიხეილ ლომთაძემ Forbes-ის მილიარდერთა რეიტინგში ბიძინა ივანიშვილს გაუსწრო და ახლა ის ყველაზე მდიდარი ქართველია.
Forbes-ის სიის მიხედვით, 45 წლის მიხეილ ლომთაძის ქონება $5 მილიარდს შეადგენს და მსოფლიო მილიარდერთა რეიტინგში 603-ე ადგილს იკავებს.
ბიძინა ივანიშვილი კი $4.8 მილიარდს ფლობს და 632-ე ადგილზეა.
მიხეილ ლომთაძე ყაზახური ფინტექ კომპანია Kaspi-ის დამაარსებელია. ის მილიარდერი მას შემდეგ გახდა, რაც კომპანიის აქციები ლონდონის ბირჟაზე განთავსდა.