spot_img
spot_imgspot_img
spot_img

მიხეილ ყაველაშვილი ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებით სიონის საპატრიარქო ტაძარში საზეიმო პარაკლისს დაესწრო

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებით, პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ერთად, სიონის საპატრიარქო ტაძარში საზეიმო პარაკლისს დაესწრო.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიხეილ ყაველაშვილმა საპატრიარქოს წარმომადგენლებსა და დამსწრე საზოგადოებას ავტოკეფალიის აღდგენის დღე მიულოცა და  მათ მშვიდობა და სულიერი სიმტკიცე უსურვა.

პარაკლისი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ აღავლინა.

პარაკლისის დასრულების შემდეგ, მეუფე შიომ მრევლს ქადაგებით მიმართა და ეკლესიისა და სახელმწიფოს დამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები