spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მიხეილ ყაველაშვილი – როდესაც ამერიკის საელჩო ისე გვექცევა, როგორც კრემლი გვექცეოდა, რა თქმა უნდა, გაგვიჩნდება სამართლიანი პროტესტის გრძნობა

“ხალხის ძალის“ წევრი მიხეილ ყაველაშვილი აცხადებს, რომ აშშ-ის დამოკიდებულება პარტნიორულსა და მეგობრულს აშკარად გასცდა და საბჭოთა კავშირისთვის დამახასიათებელი პოლიტიკური ელფერი შეიძინა, სადაც კავშირში შემავალ ქვეყნებს არჩევანის უფლება არ ჰქონდათ.

 

“ამერიკის საელჩოს დამოკიდებულება “ხალხის ძალის“ კანონპროექტთან და სანქცირებულ მოსამართლეებთან დაკავშირებით, კრემლის დირექტივების ანალოგია – მათაც განხილვისა და ახსნა-განმარტების გარეშე გამოჰქონდათ განაჩენი. ეს ყველაფერი საკუთარ თავზე გვაქვს გამოცდილი და ამაზე უარი განვაცხადეთ. 

 

როდესაც ამერიკის საელჩო ისე გვექცევა, როგორც კრემლი გვექცეოდა, რა თქმა უნდა, გაგვიჩნდება სამართლიანი პროტესტის გრძნობა, რადგან ჩვენ ამ ყველაფერზე თავის დროზე უარი განვაცხადეთ“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემაში “პოლიტიკური პოსტი“.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები