spot_img
spot_imgspot_img
spot_img

მიხეილ ყაველაშვილი სომეხთა კათალიკოს გარეგინ მეორეს შეხვდა

სომხეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა შეხვედრა გამართა სომეხთა კათალიკოსთან, გარეგინ მეორესთან.

“შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქართველ და სომეხ ერებს შორის არსებულ მრავალსაუკუნოვან ისტორიულ მეგობრობასა და ქართულ მართლმადიდებლურ და სომხურ სამოციქულო ეკლესიებს შორის ურთიერთპატივისცემაზე დამყარებულ ურთიერთობას.

მიხეილ ყაველაშვილმა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობიანი თანამშრომლობისა და თანაცხოვრების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ საქართველო მზადაა ხელი შეუწყოს რეგიონულ დიალოგს, გრძელვადიანი სტაბილურობისა და განვითარების უზრუნველსაყოფად”, – აღნიშნულია პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები