პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის პირველი ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში დაიწყო.
ჰეიდარ ალიევის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ცერემონია გაიმართა. მიხეილ ყაველაშვილს აეროპორტში აზერბაიჯანის რესპუბლიკის პირველი ვიცე-პრემიერი იაგუბ იუბოვი დახვდა.
ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ყაველაშვილს აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი უმასპინძლებს. დაგეგმილია მაღალი დონის პირისპირ და გაფართოებული შეხვედრები აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან და მილი მეჯლისის თავმჯდომარესთან.
ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.