პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციასთან ერთად, აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის ჰეიდარ ალიევისა და მისი მეუღლის ზარიფა ალიევას ხსოვნას პატივი მიაგო.
ის ასევე იმყოფებოდა „შეჰიდების ხეივანში“, სადაც მარადიული ცეცხლის მემორიალი გვირგვინით შეამკო.