spot_img
spot_imgspot_img
spot_img

მიხეილ ყაველაშვილმა სომხეთის ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა  საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან აშოტ სმბატიანთან გაცნობითი  შეხვედრა გამართა, – ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

“სომხეთის ელჩმა მიხეილ ყაველაშვილს პრეზიდენტის თანამდებობის დაკავება მიულოცა და სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა.

შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოსა და სომხეთს შორის ისტორიულად არსებული მტკიცე მეგობრული ურთიერთობისა და პარტნიორობის გაღრმავების სამომავლო პერსპექტივის შესახებ. მხარეებმა ორივე ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები განიხილეს და ხაზგასმით აღნიშნეს რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები