spot_img
spot_imgspot_img
spot_img

მიხეილ ყაველაშვილმა თურქეთში საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩთან შეხვედრა გამართა

პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, დიპლომატიურ მისიაში გამგზავრებამდე, თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს ახლად დანიშნულ  საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს არჩილ კალანდიას უმასპინძლა.

“შეხვედრაზე საქართველოსა და თურქეთს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობისა და დიპლომატიური მისიის ძირითადი საკითხები განიხილეს.

მიხეილ ყაველაშვილმა ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა”, – აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები