spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მიხეილ რამიშვილი – აუცილებლად გააჩუმებენ ან დააკავებენ

ბაჩალიაშვილების ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი პროკურატურაში დაიბარეს.

 

რამიშვილის თქმით, მისთვის გაუგებარია რა აინტერესებთ და არ იცის მისცემს თუ არა ჩვენებას.

 

“პროკურორმა მითხრა, ეს არის გამომძიებელმა რომ საჯაროდ გააკეთა განცხადება, მტკიცებულებების ფალსიფიკაციასთან დაკავშირებით აღძრულ საქმეზე ვარ დაბარებული. რა კითხვები ექნებათ, წინასწარ ვერ გეტყვით. მე საერთოდ არ ვიცი მივცემ თუ არა ჩვენებას ამათ ამ ეტაპზე იმიტომ, რომ გაუგებარია  ჩემთვის რა აინტერესებთ, მით უმეტეს, რომ ყველამ კარგად ვიცით, რომ თავიდანვე იყო მტკიცებულებების განადგურება, რომ საქმეზე არ დამდგარიყო სამართალი.

 

ვნახოთ, ამ ე.წ. ფალსიფიკაციას, გამომძიებლის წინააღმდეგ როგორ გამოიყენებენ. აუცილებლად გააჩუმებენ ან დააკავებენ მას”, – განაცხადა რამიშვილმა. 

 

თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე მტკიცებულებათა შესაძლო ფალსიფიკაციის ფაქტზე გამოძიება პროკურატურამ გამომძიებელ სერგო შუბითიძის განცხადებების შემდეგ დაიწყო.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები