spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მიხეილ რამიშვილი – ჩვენ როგორც ამ საქმის ადვოკატები, ყველანაირ მეთოდს გამოვიყენებთ

გარდაცვლილი პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის ადვოკატები პროკურატურას საქმის ხელახალი გამოძიების მოთხოვნით მიმართავენ. 

 

“დაუყოვნებლივ უნდა მომხდარიყო რეაგირება, მაგრამ ეტყობა შიდა სამზარეულოში მიმდინარეობს ახლა გარკვეული თათბირი, თუ რა ქმედებები განახორციელონ, ჩვენ როგორც ამ საქმის ადვოკატები, რომლებიც არასდროს არ ჩამოვშორდებით, სანამ სამართლიანობა არ აღდგება და არ გამოჩნდება დამნაშავეთა ჯგუფი, ვინც შეიწირა ეს პატარა ანგელოზი გოგო, ჩვენ მერე უკვე ყველანაირ მეთოდს გამოვიყენებთ. 

 

დღეს დაველოდებით, თუ რა პოზიცია და ინფორმაცია გავრცელდება გენერალური პროკურატურიდან, ხოლო ხვალიდან არა მარტო გენერალურ პროკურატურას, არამედ მთელ საერთაშორისო ორგანიზაციებს, დიპლომატებს, ყველას მივმართავთ”, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა. 

 

საქმის ყოფილმა გამომძიებელმა “შაბათის ფორმულასთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ბაჩალიაშვილის თვითმკვლელობის ვერსია არადამაჯერებელია.

 

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 2020 წლის 18 ივლისს გაუჩინარდა. რამდენიმე დღეში ის თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. 

 

5-თვიანი გამოძიების შემდეგ პროკურატურამ საქმე დახურა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები