spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მიხეილ სააკაშვილი – ახლა ამ რუსული კანონის შემოგდებით, ივანიშვილს სიტუაციის არევა სურს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის მიერ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის პარლამენტში ხელახლა წარდგენას ეხმაურება.

 

რაც შეეხება პროვოკაციას “უცხოელი აგენტების კანონის” თაობაზე, “ოცნებამ” იცის, რომ მათი მმართველობა მთავრდება. მათ გაანადგურეს ეკონომიკა, უსაშველოდ აწიეს ფასები, ასობით ათასი ქართველი იძულებული გახდა დაეტოვებინა სამშობლო.

 

ახლა ამ რუსული კანონის შემოგდებით, ივანიშვილს სიტუაციის არევა სურს. ჩვენ უნდა ვიყოთ ერთიანი, მტკიცე და არც კანონის გატანის, არც არევის საშუალება არ უნდა მივცეთ.

 

არჩევნებამდე გაძლიერებული უნდა მივიდეთ. მოვიყვანოთ ახალი მთავრობა, რომელიც “ოცნებასთან” ერთად სიღარიბესა და უპერსპექტივობას მოგვაშორებს”, – წერს სააკაშვილი.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები