spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მიხეილ სააკაშვილი – ჩვენ ვართ მზად, როგორც პარტია, ჩვენი კვოტების ნახევარი გადავუნაწილოთ სხვა პარტიებს

“ნაციონალურ მოძრაობას” მინდა მოვუწოდო, დავთვალოთ ყველა პარტიის რეიტინგები და ჩვენ ვართ მზად, როგორც პარტია, ჩვენი კვოტების ნახევარი გადავუნაწილოთ სხვა პარტიებს, რა რეიტინგიც დაჯდება, წინასწარ გადავუნაწილოთ სხვა პარტიებს. ოღონდ გავერთიანდეთ, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა.

 

მისი თქმით, ახლა ერთიანობას არ აქვს ალტერნატივა. 

 

“ნაციონალურ მოძრაობას”  მინდა მოვუწოდო, დავთვალოთ ყველა პარტიის რეიტინგები და ჩვენ ვართ მზად, როგორც პარტია, ჩვენი კვოტების ნახევარი გადავუნაწილოთ სხვა პარტიებს, რა რეიტინგიც დაჯდება, წინასწარ გადავუნაწილოთ სხვა პარტიებს. ოღონდ გავერთიანდეთ. ერთიანობას ამ ვითარებაში არ აქვს არანაირი ალტერნატივა. ძალიან დიდი პროვოკაციები მზადდება, დიდი დაპატიმრებები იქნება – იგორ ნარმანიას იჭერენ, ზურა ჯაფარიძეს უპირებენ დაჭერას, ნოდარ მანაგაძეს, გიორგი შანიძე დაიჭირეს, ამიტომ ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ეს ბრუტალური ძალა არ აპირებს არანაირ ნორმალურ არჩევნების ჩატარებას, ამის ალტერნატივა შეიძლება იყოს კოალიცია.

 

მინდა ვთქვა, რომ უახლოეს საათებში, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”  მათ შორის ჩემი მხარდაჭერით ხელს მოაწერს სალომე ზურაბიშვილის “ქართულ ქარტიას”. ჩვენ ვართ ერთიანობის მომხრე, მთლიანად ვუჭერთ მხარს ამ ქარტიის სულისკვეთებას, ძალიან მნიშვნელოვანია, მაქსიმალური რაოდენობის პოლიტიკური ძალები მივიდეს. ჩვენ უნდა შეგვეძლოს კოორდინაცია მათ შორის ერთიან საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით, მათ შორის უნდა შეგვეძლოს კოორდინაცია იმ საკითხზე, რაც ეხება მაქსიმალურად ერთიანი სიების გაკეთებას, ამას ალტერნატივა არ აქვს”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები