საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია.
არსებული ინფორმაციით, სააკაშვილი თბილისში დააკავეს და ამ დროისთვის სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გადაყვანილი.
მესამე პრეზიდენტი დაახლოებით ორი საათის წინ სანზონაში დააკავეს, სადაც ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში იმყოფებოდა, რომლის აღმოჩენა სავარაუდოდ, ოპოზიციის ლიდერების ჩართულობით მოხდა.
დაკავების ოპერაციას თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი სულხან თამაზაშვილი ხელმძღვანელობდა, მასში ჩართული იყვნენ სუს-ის ხელმძღვანელი პირები.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის საგანგებო განცხადება სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილის დაკავებას უკავშირდება.