იმ მოკავშირეების მხრიდან წნეხის გარეშე, ვისთან ერთადაც ვიდექი წარსულში – აშშ, დიდი ბრიტანეთი და ევროკავშირი – საქართველოს პრორუსულ მთავრობას არ ექნება ჩემთვის პოლიტიკურად მოტივირებული სასჯელის საპირწონედ სამართლიანი სასამართლოს უზრუნველყოფის მიზეზი და, დიდი ალობათობით, ჩემი, როგორც დემოკრატიისთვის წამებულის, სიცოცხლე დასრულდება საპატიმროში, – ამის შესახებ The Wall Street Journal-ში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სტატიაში აღნიშნული.
“დემოკრატიისა და დასავლური ღირებულებების ხელშეწყობისთვის არ უნდა ვისჯებოდე სიკვდილით პუტინის მარიონეტების მიერ
ჩემი ცხოვრების განმავლობაში, დაუღალავად ვმუშაობდი დემოკრატიისა და დასავლური ღირებულებების ხელშეწყობისთვის და წინ აღვუდექი რუსეთის აგრესიას ჩემს სამშობლოში.
დღეს მე ვთხოვ ამერიკის შეერთებულ შტატებს და მის მოკავშირეებს, დაიცვან ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის პრინციპები; მხარი დაუჭირონ ქართველ ხალხს ამ ტირანიის წინააღმდეგ, რათა შენარჩუნდეს ქვეყნის ვესტერნიზაციის გზაზე მიღწეული პროგრესი და, სულ მცირე, გადაარჩინონ ჩემი სიცოცხლე. 2003 წ. საქართველოში ვარდების რევოლუციის დროს მე ვიდექი მამაცი ადამიანების გვერდით ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული გარდაქმნის უზრუნველსაყოფად. უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის მსგავსად, მეც წინ აღვუდექი ვლადიმერ პუტინის ტირანულ აგრესიას, როდესაც ის შემოიჭრა საქართველოში 2008 წ.თუმცა, ზოგი ჩემს ლიდერობას კრიტიკულად ან არც თუ სანიმუშოდ აფასებს, ჩემი ერთგულება ქართველი ხალხის, დემოკრატიისა და დასავლური ღირებულებების მიმართ არასდროს განელებულა. ჩემი პრეზიდენტობის 9 წლის განმავლობაში, საქართველო არშემდგარი, მაფიის მიერ მართული ტერიტორიიდან გადაიქცა წარმატებულ დემოკრატიად დინამიური ეკონომიკით. ჩვენი რეფორმები, პროგრესი და სტაბილურობა აღიარებული იყო როგორც პრეზიდენტ ბუშის, ისე ევროპელი ლიდერების მიერ. საქართველო შესაშური გახდა მსოფლიოს დიდი ნაწილისთვის. ჩემი პოლიტიკური მემკვიდრეობისა და მიღწევებისთვის, ახლახანს CNN-მა მომიხსენია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა პოსტ-საბჭოთა სივრცეში.დღეს მე ვიმყოფები საქართველოს პრორუსული მთავრობის პატიმრობაში ყალბი და პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებით. მე ვისჯები დემოკრატიის და დასავლური ღირებულებების ერთგულებისთვის და საქართველოს დასავლელ მოკავშირეებთან, მათ შორის, აშშ-თან კავშირების განმტკიცებისთვის. შესაბამისად, რეგიონის სხვა ლიდერებიც უნდა გაფრთხილდნენ თავიანთი მომავალი ბედის გამო.
ჩემს გარშემო განვითარებული მოვლენების გასაგებად, საჭიროა გააზრებულ იქნას ჩემი ერთგულება დემოკრატიისა და ვესტერნიზაციის მიმართ, ასევე პუტინის აგრესიასთან დაპირისპირება და ბრძოლა ყველა ქართველის ცხოვრების გასაუმჯობესებლად; პოზიციის, რომელსაც ახალისებდნენ და მხარს უჭერდნენ აშშ და მისი მოკავშირეები, და რომლის დანერგვასაც ცდილობენ მსოფლიოში. თუმცა, მსგავსი პოზიცია საშიში და დასჯადია პრეზიდენტ პუტინისა და მისი მხარდამჭერების მხრიდან მაშინ, როდესაც [პუტინი] განაგრძობს მისი მიზნებისა და ტერორის განხორციელებას ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში, მათი მოქმედი და ყოფილი ლიდერების მიმართ.
ჩემი ადმინისტრაციის დროს საქართველო იყო პოსტ-საბჭოთა რეგიონში დასავლური გავლენის სანიმუშო მაგალითი, რაც აუტანელი იყო პუტინისთვის. მან სამაგალითოდ დასაჯა საქართველო 2008 წ. სამხედრო ინტერვენციით ჩვენი დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების დასამხობად. მე წამიყენეს ულტიმატუმი, დამეტოვებინა ქვეყანა 24 საათში ოჯახთან ერთად ან დავლოდებოდი გარდაუვალ სიკვდილს. მე უარი ვთქვი ამ ულტიმატუმზე და ჩემს ხალხთან ერთად ვიბრძოლეთ აშშ-სა და აღმოსავლეთ ევროპელი ლიდერების მხარდაჭერით, რომლებიც ჩამოვიდნენ თბილისში და სოლიდარობა გამომიცხადეს. საბედნიეროდ, ჩვენ გავაჩერეთ რუსეთი ჩვენი დედაქალაქის მისადგომებთან, რამაც გადაარჩინა დემოკრატია და თავისუფლება საქართველოში.
მე გავაგრძელე ჩემი პრეზიდენტობის მეორე ვადის აღსრულება და პირველად კავკასიაში უზრუნველვყავი ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემა არჩევნების გზით. პუტინს არ დაუმალავს, რომ იგი აქტიურად ერეოდა საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში, რომლის შედეგადაც ხელისუფლებაში მოვიდა ამჟამინდელი მმართველი პარტია ქართული ოცნების დამფუძნებელი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც თავისი მილიარდები დააგროვა რუსეთში როგორც პუტინის მოკავშირემ.ჩემი მეორე ვადის დასრულების შემდეგ ახალმა პრორუსულმა მთავრობამ ჩამომართვა მოქალაქეობა მას შემდეგ, რაც იძულებული გავხდი დამეტოვებინა საქართველო და წავსულიყავი უკრაინაში, სადაც ვსწავლობდი უნივერსიტეტში და რომლის ენასაც ვფლობ, როგორც მშობლიურს. იქ გავხდი ახალი პრეზიდენტის მრჩეველი და მივიღე უკრაინის მოქალაქეობა, რადგან ვიყავი მოქალაქეობის არ მქონე. მოგვიანებით გავხდი ოდესის რეგიონის გუბერნატორი, სადაც პუტინი აქტიურად ცდილობდა რეგიონის დესტაბილიზაციას მისი აგენტურისა და სეპარატისტების მეშვეობით. იმ დროისთვის ჩვენ არ ვიცოდით და ვერ ვხვდებოდით პუტინის უკრაინაში შეჭრის განზრახვას, ისევე, როგორც მან ეს გააკეთა ჩემს ქვეყანაში.ეს იყო მეორე შემთხვევა, როდესაც მე აღქმული ვიყავი, როგორც პუტინის მტერი და მას არ დავვიწყებივარ მთელი ეს წლები. რუსეთ-საქართველოს ომის დროს 2008 წ. პუტინმა დადო პირობა, რომ ჩამომკიდებდა „ერთი ადგილით“ და პარალელი გაავლო ჩემსა და მის ყველაზე დიდ შიდა მტერ ალექსეი ნავალნის შორის.
ბრძოლის ამ წლებში, ჯერ საქართველოში და შემდეგ უკრაინაში, არასდროს ვყოფილვარ უმოქმედოდ. მე მუდმივად ვაფრთხილებდი მსოფლიოს პუტინისგან მომდინარე საფრთხეებზე უკრაინისა და საქართველოს მიმართ, როგორც მაქვს აღნიშნული ჩემს 2013 წლის მიმართვაში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე. გასული წლის ბოლოს მე დავტოვე უკრაინა, სადაც ჯერ კიდევ ვიკავებ მაღალ თანამდებობას პრეზიდენტ ზელენსკის მრჩევლის რანგში და გავრისკე ჩემს მშობლიურ საქართველოში დაბრუნება. მე დავბრუნდი საქართველოში, რადგან, ისევე, როგორც ქართველების უმრავლესობა, ვწუხდი საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლასა და რუსეთის გავლენის ქვეშ დაბრუნებაზე. როდესაც დავბრუნდი თბილისში ვიცოდი, რომ იყო დაპატიმრების რისკი პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებით, რომელსაც არც ერთი ხელისუფლება, გარდა საქართველოს და რუსეთისა, არ ცნობდა ლეგიტიმურად. მე მზად ვიყავი საპატიმრო სასჯელის რისკისთვის. მიუხედავად ამისა, მე გადავხედავდი ჩემი დაბრუნების გადაწყვეტილებას რომ მცოდნოდა, რომ ვიქნებოდი წამების ქვეშ, სამართლიანი სასამართლოს გარეშე, და რომ წამართმევდნენ სიცოცხლეს მოწამვლისა და ტყვეობის გზით. პრეზიდენტმა ზელენსკიმ და ბევრმა ევროპელმა ლიდერმა მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას, მომცენ სათანადო სამედიცინო მკურნალობის მიღების შესაძლებლობა დასავლეთში. ევროპარლამენტმა და ევროსაბჭომ მიიღეს რეზოლუციები სამედიცინო მიზნებით ჩემი საზღვარგარეთ გადაყვანის მოწოდებით. ასეთივე მკაფიო მოწოდებები იქნა გაჟღერებული ევროპელი ლიდერების მიერ. საქართველოს სახალხო დამცველის მანდატით აღჭურვილი ექიმების ჯგუფმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში მკურნალობა არ არის საკმარისი ჩემი ჯანმრთელობის გაუარესების შესაჩერებლად. დამოუკიდებელ სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფმა დაადასტურა, რომ ჩემი სიკვდილი პატიმრობაში გარდაუვალია სასწრაფოდ საზღვარგარეთ მკურნალობის გარეშე. მაშინ, როდესაც ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა სწრაფად უარესდება, დამოუკიდებელ სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფმა დაადასტურა, რომ მძიმე მეტალებით მოწამვლისა და ტვინის დაზიანების შედეგად, რაც განხორციელდა ჩემი დამტუსაღებლების ხელით, დარჩენილი მაქვს მხოლოდ რამდენიმე კვირის ან თვის სოცოცხლე.
ჩემი გადარჩენის ერთადერთი იმედი საქართველოს გარე აქტორების ჩართულობაა. იმ მოკავშირეების მხრიდან წნეხის გარეშე, ვისთან ერთადაც ვიდექი წარსულში – აშშ, დიდი ბრიტანეთი და ევროკავშირი – საქართველოს პრორუსულ მთავრობას არ ექნება ჩემთვის პოლიტიკურად მოტივირებული სასჯელის საპირწონედ სამართლიანი სასამართლოს უზრუნველყოფის მიზეზი და, დიდი ალობათობით, ჩემი, როგორც დემოკრატიისთვის წამებულის, სიცოცხლე დასრულდება საპატიმროში.
მე მივწერე პრეზიდენტ ბაიდენს, ვისაც პირველად შევხვდი 1990 წ. ჩემი ახლო მეგობრის ჯონ მაკეინის მეშვეობით, ვინც ჰილარი კლინტონთან ერთად წარმადგინა ნობელის მშვიდობის პრემიაზე. 2012 წ. ვიცე-პრეზიდენტმა ბაიდენმა „აღმოსავლეთ ევროპის ჯორჯ ვაშინგტონი“ მიწოდა. ახლა მე მხოლოდ შემიძლია ვიმედოვნო, რომ პრეზიდენტ ბაიდენისა და შეერთებული შტატების ჰუმანურობა და სიბრძნე არ მისცემს პუტინს შესაძლებლობას იზეიმოს საბოლოო გამარჯვება ჩემი სიკვდილით და საქართველოზე რუსეთის კონტროლის აღდგენით, რის წინააღმდეგაც ასე ბევრი ვიშრომეთ ერთად”, – წერს მიხეილ სააკაშვილი.
<iframe src=”https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2FSaakashviliMikheil%2Fposts%2Fpfbid02AcpGRyARkviPtz1xEp8pNW9cMhrTMMLcodnqkhSAMTcPjnNabwDK1P7UU5nS1hEPl&show_text=true&width=500″ width=”500″ height=”661″ style=”border:none;overflow:hidden” scrolling=”no” frameborder=”0″ allowfullscreen=”true” allow=”autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share”></iframe>