spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მიხეილ სააკაშვილი – დიქტატურისა და ბოლომდე ოლიგარქიული რეჟიმის დამარცხების 3 მაგალითი არსებობს და სამივე კოალიციური ერთიანი სიით

როდესაც პოლონეთისა და უნგრეთის მაგალითები მოჰყავთ ერთიანი სიის მოწინააღმდეგეებს, მათ მხედველობიდან რჩებათ ის, რომ ორივე ამ ქვეყანაში დემოკრატია არავის გაუუქმებია და ნამდვილი არჩევნები ტარდება. უბრალოდ, ორივე შემთხვევაში საქმე გვქონდა ძლიერ მთავრობებთან, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერს.

“დიქტატურისა და ბოლომდე ოლიგარქიული რეჟიმის (რომელიც ახლა დამყარდა საქართველოში) დამარცხების 3 მაგალითი არსებობს და სამივე კოალიციური ერთიანი სიით. მხედველობაში მაქვს პინოჩეტის დროინდელი ჩილე, მილოშევიჩის იუგოსლავია და მალაიზიის რაჩაკის ხელისუფლება, მალაიზიის შემთხვევაში არჩევნების წინ გაერთიანდა ორი მოსისხლე მტერი ანვარ იბრაჰიმი და მოჰატირ მოჰამედი და დაამარცხეს უსაზღვრო ფინანსური რესურსების მქონე რაზაკის ოლიგარქიული რეჟიმი.

სხვა გზა ჯერ კაცობრიობას არ გამოუგონია. აგერ დიდი გამოცდილების მქონე მიჩ მაკკონელი და ბუნდესტაგის მაიკლ როთი პრაქტიკულად ხმამაღლა მოგვიწოდებენ გაერთიანებისკენ”, – წერს სააკაშვილი.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები