spot_img
spot_imgspot_img
spot_img

მიხეილ სააკაშვილი – ძალიან მნიშვნელოვანია სასწრაფოდ ჩავატაროთ არჩევნები, დავამყაროთ ხელახლა ევროკავშირთან ურთიერთობა

ძალიან მნიშვნელოვანია სასწრაფოდ ჩავატაროთ არჩევნები, დავამყაროთ ხელახლა ევროკავშირთან ურთიერთობა და განვაახლოთ სწრაფი ინტეგრაცია, მაგრამ იქამდე ნათლად გამოვხატოთ, რომ არა გვსურს კონფრონტაცია არცერთ ჩვენს მეზობელთან, არავისთან, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა.

მისივე თქმით, არ უნდა არსებობდეს იმის იმედი, რომ კიდევ ერთი სანქცია და სისტემა ჩამოიშლება.

“ეს ბრძოლა არ არის ადვილი, ზედმეტ იმედებს ნუ დავამყარებთ სანქციებზე. მსოფლიოს ბოროტმა ძალებმა დიდი ხანია, იპოვეს სანქციების გვერდის ავლის და საერთაშორისო ლეგალური სისტემის ავლით აქეთ-იქით მოძრაობის გზები.

ზედმეტად ნუ დავიიმედებთ თავს, რომ კიდევ ერთი სანქცია და მერე ჩამოიშლება. არ ჩამოიშლება მხოლოდ ამის გამო. ვითარება შეიცვლება ქართველი ერის ერთიანობისა და ბევრად უფრო ძლიერი ბრძოლის პირობებში.

ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ეს ბრძოლა არის ეგზისტენციალური, იმიტომ, რომ საქართველო დიდი საფრთხის ქვეშაა. საქართველო არის მთლიანად მარგინალიზებული. ევროკავშირში დაუყოვნებლივ ინტეგრაცია არის ჩვენი უსაფრთხოებისა და გადარჩენის ყველაზე მყარი გარანტია, მაგრამ ეს ინტეგრაცია ვერ მოხდება თუ არ ჩატარდა არჩევნები და არ იქნა დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება საქართველოში.

ჩვენ ვართ სრულიად დაუცველი და რა თქმა უნდა, არაფერში არ გვჭირდება რუსეთთან კონფრონტაცია. ის იქნება აბსოლუტურად დამღუპველი ქართული სახელმწიფოებრიობისთვის. იმისთვის, რომ ეს კონფრონტაცია თავიდან ავიცილოთ შემდგომ, ამისთვის სულ სხვა ტიპის სახელმწიფო უნდა გვქონდეს, ბევრად უფრო დაცული. დღეს რაც გვაქვს, უპატრონობა და დაუცველობა, პირდაპირ ეპატიჟება დამპყრობელს შემდგომი ქმედებებისთვის.

ძალიან მნიშვნელოვანია სასწრაფოდ ჩავატაროთ არჩევნები, დავამყაროთ ხელახლა ევროკავშირთან ურთიერთობა და განვაახლოთ სწრაფი ინტეგრაცია, მაგრამ იქამდე ნათლად გამოვხატოთ, რომ არა გვსურს კონფრონტაცია არცერთ ჩვენს მეზობელთან, არავისთან”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები