spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მიხეილ სააკაშვილი – ელექტორალურად ოლიგარქის რეჟიმი არის დამთავრებული, ახლა უნდა ამას გაფორმება

ელექტორალურად ოლიგარქის რეჟიმი არის დამთავრებული, ახლა უნდა ამას გაფორმება. ეჭვს არ იწვევს, რომ არჩევნები წაგებული აქვთ, მაგრამ ისინი არ აპირებენ ნორმალურად არჩევნების ჩატარებას, ისინი აპირებენ საარჩევნო სისტემის მიტაცებას, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე ჩართვისას განაცხადა.

 

მისი თქმით, ახლა გაერთიანების დროა.

 

“ელექტორალურად ოლიგარქის რეჟიმი არის დამთავრებული, ახლა უნდა ამას გაფორმება. ეჭვს არ იწვევს, რომ არჩევნები წაგებული აქვთ, მაგრამ ისინი არ აპირებენ ნორმალურად არჩევნების ჩატარებას, ისინი აპირებენ საარჩევნო სისტემის მიტაცებას.

 

ახლა მნიშვნელოვანია ერთიანობა. ყველანი ერთად უნდა დავდგეთ. მინდა, მივმართო სახელმწიფო მოხელეებს, რომ ვინც არ მიიღებს მონაწილეობას გაყალბებაში, ვინც არ მიიღებს მონაწილეობას ძალადობაში, იქნება ხელშეუხებელი და გააგრძელებს ჩვეულებრივად მუშაობას საქართველოს საკეთილდღეოდ. ეს არ არის სახელმწიფო სექტორის პარტიული თანამდებობები. სახელმწიფო მოხელეებს უნდა გაფრთხილება და არავის არ ემუქრება სამსახურიდან გაგდება, რა თქმა უნდა, თუ რაღაც დაუკრეფავში არ გადავა რომელიმე მათგანი”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

 

თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს, სადაც ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები