საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს მიმართავს და დახმარებას სთხოვს.
მაკრონისთვის გაგზავნილ წერილში, მიხეილ სააკაშვილი წერს, რომ რუსეთის პრეზიდენტი პუტინი მას ერთ-ერთ მთავარ მტრად აღიქვამს და მას საჯაროდ დაჰპირდა მოკვლას.
“მთელი ცხოვრება ვიბრძოდი საქართველოსა და უკრაინაში თავისუფლებისა და რეფორმებისთვის. რუსეთის იმპერიალისტური პოლიტიკის წინააღმდეგ. პუტინი თავის ერთ-ერთ მთავარ მტრად მთვლის, ის საჯაროდ დამპირდა, რომ მომკლავდა, მე ციხეში გამიშვეს, ვკვდები, ძალიან ცოტა დრო დამრჩა”, – წერს მიხეილ სააკაშვილი.