spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მიხეილ სააკაშვილი – ერთი ნომერ პირველი მტერი პუტინმა მოიშორა, მეორე მის ხელშია

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სასამართლოზე სიტყვით გამოსვლის დროს რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის გარდაცვალებას გამოეხმაურა.

 

“ნავალნისთან  მე მქონდა მიმოწერა, მან ბოდიში მოიხადა 2008 წელს საქართველოსთვის დაყენებული პოზიციების მიმართ, ჩემთან მიმოწერის შემდეგ, მნიშვნელოვანი იყო, მე ძალიან დავაფასე. ნავალნიმ გამოხატა მისი სოლიდარობა თავისი ციხის კამერიდან ჩემ მიმართ, მანამდე მოკლეს პოლიტკოვსკაია, რომელსაც ძალიან კარგად ვიცნობდი, ნემცოვი, რომელთანაც ბევრი უთანხმოება მქონდა, მაგრამ ძალიან ვმეგობრობდი და ახლა ნავალნი.

 

პუტინმა ასევე საჯაროდ გამოთქვა სურვილი მე ჩამოვეკიდებინე ერთი ადგილით, პუტინი თავიდანვე დაიმუქრა, რომ მე მოვხდებოდი ციხეში, თავიდანვე დაიმუქრა, რომ მე აუცილებლად გამანადგურებდა ფიზიკურად, როდესაც ნავალნიზე საუბრობდა პუტინი, ამბობდა ეს არის რუსული სააკაშვილიო, ნავალნის არ ახსენებდა, მისთვის ნომერ პირველი მტრები სანამ ზელენსკი გაჩნდებოდა, ვლადიმერი ჩემი უშუალო შეფი ახლა, რადგან მე ვარ უკრაინის ნაციონალურ რეფორმათა საბჭოს თავმჯდომარე, ის ამბობდა, რომ მიხეილ სააკაშვილი და ნავალნი, გამოხატავდა ამას ყველანაირად, რომ იყვნენ მისი ნომერ პირველი მტრები, ერთი ნომერ პირველი მტერი მან მოიშორა, მეორე მის ხელშია, იმიტომ, რომ ყველაფერი რაც ეხება საქართველოს პენიტენციურ სისტემას თავიდან ბოლომდე კონტროლდება მათ შორის რუსული სპეცსამსახურების მიერ და ეს ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, მაგრამ მე ვაპირებ მტრის ჯინაზე ვიბრძოლო სიცოცხლისთვის, აუცილებლად ვიბრძოლებ თქვენთვის, ჩემთვის სიცოცხლე არაფერს წარმოადგენს, მე ჩემი თავისუფლება, სიცოცხლე დავაგდე ქართველი ერის ფეხებთან და ვუთხარი აჰა, თქვენ შეგიძლიათ ეს აიღოთ, გამოიყენოთ როგორც ინსტრუმენტი თქვენი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, ამოსასუნთქად, ჩვენი სიამაყის, იმედის დასაბრუნებლად და ეს აუცილებლად ასეც განხორციელდება”, –  განაცხადა სააკაშვილმა.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები