spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მიხეილ სააკაშვილი – ეს კაცი თვითონ ჩაიკეტა გალიაში და მეც ჩამკეტა იმიტომ, რომ მან იცის ძალიან კარგად იცის, როგორ ვუყვარვარ ჩემ ხალხს

ეს კაცი თვითონ ჩაიკეტა გალიაში და მეც ჩამკეტა იმიტომ, რომ მან იცის ძალიან კარგად იცის, რამხელა მხარდაჭერა მაქვს და როგორ ვუყვარვარ ჩემ ხალხს, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო ბოდიშს არასოდეს მოიხდის.

“დღეს აქტუალურია ბოდიშების გადახდა და მე ვიტყვი, რომ საქართველო არასოდეს არ მოიხდის ბოდიშს! ბიძინა ივანიშვილმა ერთი ხელის მოსმით გადაუსვა ყველაფერს ხაზი.

მე არ მოვიხდი ბოდიშს იმის გამო, რომ დღევანდელი ახალგაზრდა თაობები აღარ იხდიან დოლარებს სწავლისთვის და გამოცდებს აბარებენ. მე არ მოვიხდი ბოდიშს იმისთვის, რომ ნულიდან შევქმენით ქართული ჯარი, რომელსაც ახლა ავიწროებენ და ამცირებენ. მე არ მოვიხდი ბოდიშს იმისათვის, რომ კრიმინალი მოვსპეთ ქუჩაში. მე არ მოვიხდი ბოდიშს იმისთვის, რომ დავაბრუნეთ სინათლე ჩაბნელებულ ქვეყანაში. მე არ მოვიხდი ბოდიშს იმისთვის,რომ აჭარა და ჯავახეთი დავუბრუნე საქართველოს. არ მოვიხდი იმის გამო ბოდიშს, რომ სანდრასთან ერთად „სკინინგ ცენტრის“ დახმარებით უამრავი ქალი გადაურჩა მკერდის კიბოს. უამრავი ახალი საავადმყოფო ავაშენე და უამრავი სიცოცხლე გადარჩა. ქართული მეღვინეობა ავაღორძინეთ და მსოფლიოს გავაცანით.  როცა ყველა დამცინოდა ზუსტად მაშინ 50 000-იანი ტურისტთა რიცხვი 7 მილიონამდე ავიყვანე.

ჩვენ და მე მასამართლებენ იმის გამო, რომ ესენი შევძელით. რაც ახლა გაგვიკეთეს ამ ბოდიშის მოხდასთან დაკავშირებით ეს არის პირდაპირ საქართველოს ჩაბარება რუსეთისთვის. ბიძინას  თქმით ყველას, ვინც საქართველოს ანადგურებდა ბოდიში უნდა მოვუხადოთ. არავის აზრად არ მოუვა საკუთარი ქვეყანა ამ დონემდე გაწიროს. ჩვენ სრულებით ვართ მობილიზებულნი. პირადად მე მივესალმები ორი პოლიტიკური სუბიექტის გაერთიანებას, იმიტომ რომ ეს არის სწორი მიმართულება. მე თავიდან მინდოდა ყველანი გავერთიანებულიყავით , ეს არ გამოდიოდა მაგრამ კიდევ ერთხელ ვუბრუნდები ამ ინიციატივას. „ნაციონალური მოძრაობა“ ყველა შემთხვევაში გავა პირველ ადგილას. ჩვენ ვიცით როგორც კეთდება საქმე. ჩვენ აჭარა დავიბრუნეთ და დავიბრუნებთ აფხაზეთსაც. ყოველი დღე „ოცნების“ ყოფნის ხელისუფლებაში არის კატასტროფა და ყველაფერს გვართმევენ. საქართველოს არ აქვს დასაკარგი დრო. გამარჯვება და მხოლოდ გამარჯვება!” – განაცხადა სააკაშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები