საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის საავადმყოფოდან სავარაუდოდ, უკვე გამოიყვანეს და ის ამ დროისთვის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაჰყავთ.
სასწრაფო დახმარების და დაცვის მანქანებმა გლდანის ციხის ტერიტორია რამდენიმე წუთის წინ დატოვა.
გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის მისაღებად მზადება ამ დროისთვისაც მიმდინარეობს.
შიმშილობის 50-ე დღეს იუსტიციის სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილს გორის ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა, რასაც მესამე პრეზიდენტი დათანხმდა და განაცხადა, რომ შიმშილობას სწორედ გორის ჰოსპიტალში შეწყვეტს.