საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა.
ამის შესახებ სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ “ვივამედიდან” გამოსვლის შემდეგ განაცხადა და მესამე პრეზიდენტის წერილი წაიკითხა.
როგორც სააკაშვილი წერილში აღნიშავს, ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად, იქამდე იშიმშილებს, ვიდრე მისი სასამართლოზე დასწრება არ იქნება უზრუნველყოფილი.
“დღეს უარი მეთქვა ყველაზე ელემენტარულ უფლებაზე, დავესწრო საკუთარ სასამართლო პროცესს, ეს არის ყველა ქართული და საერთაშორისო ნორმების დარღევა, ამიტომ იძულებული ვარ, მივმართო პროტესტის უკიდურეს ზომას, შიმშილობას. რა თქმა უნდა, ვაცნობიერებ ყველა რისკს, ჩემი ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვასლისწინებით, მაგრამ ვიშიმშილებ მანან, სანამ არ მივიღებ მყარს გარანტიებს საკუთარ პროცესზე ვიდეო ლინკით მაინც ჩართვის. ყოველგვარ დამცირებას და დაცინვასაც საზღვარი აქვს“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.
ადვოკატის განმარტებით, ეს ნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილს სიკვდილის განაჩენი გამოუტანეს.