spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მიხეილ სააკაშვილი – კატეგორიულად უარი ვთქვი, რითიც გადავარჩინე ჩვენი დედაქალაქი და ქვეყანა იმ სცენებს, რასაც ახლა ვუყურებთ ქაბულში

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ავღანეთში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 

“რა სცენებსაც ვუყურებთ ახლა ავღანეთის აეროპორტში, ეს იყო, რაც მოხდა სოხუმში 1992 წელს და ეს იქნებოდა ის, რაც მოხდებოდა თბილისში 2008 წელს, მე რომ მიმეღო ზოგიერთი ჩვენი “კეთილმოსურნის” წინადადება და დავმორჩილებოდი რუსეთის შანტაჟს და დამეტოვებინა ქვეყანა, იმიტომ რომ ერთ-ერთი აეროპორტი რომელსაც არ ბომბავდნენ და რომელიც გახსნილი იყო თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, მხოლოდ ერთადერთი მიზნით რომ მე და ჩემს ოჯახს დაგვეტოვებინა საქართველო და მე ამაზე კატეგორიულად უარი ვთქვი და რითიც გადავარჩინე ჩვენი დედაქალაქი და გადავარჩინე ჩვენი ქვეყანა, იმ სცენებს, რასაც ჩვენ ახლა ვუყურებთ ქაბულში.

 

რაც შეეხება, იმას თუ რატომ ჩამოიშალა ავღანეთის არმია – ჩამოიშალა კორუფციის და სრული რწმენის არ ქონის გამო საკუთარ მთავრობაში. 

 

ის, რაც ხდება დღეს საქართველოში – დღეს საქართველო არის უფრო დაუცველი, ვიდრე არასდროს. დღეს საქართველოში იგივე რამე, მსგავსიც რომ გამეორდეს მიახლოებითაც ქართული სახელმწიფო გაქრება. ამიტომ ჩვენ უნდა დროზე დავიცვათ ჩვენი თავი და გავათავისუფლოთ ჩვენი ქვეყანა”, – წერს სააკაშვილი.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები