spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მიხეილ სააკაშვილი – ხალხი არ მოითმენს კორუფციას, სოციალურ უსამართლობასა და არაფორმალურ მმართველობას

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ყაზახეთში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.  

 

“მივესალმები ყაზახი ხალხის თავისუფლებისთვის ბრძოლას. ეს არის ნათელი მაგალით, რომ რაც არ უნდა რეპრესიები განახორციელოს რეჟიმმა, რამდენი ხალხიც არ უნდა დაიჭიროს, რა სპეცრაზმებიც არ უნდა მიუქსიოს, მთავარი ძალა თავისუფლებისმოყვარე ხალხშია.

 

ხალხი არ მოითმენს კორუფციას, სოციალურ უსამართლობასა და არაფორმალურ მმართველობას. ჩემთან კიევში, შარშან, სექტემბერში ჩამოსული იყო ყაზახ ოპოზიციონერთა დიდი ჯგუფი და უკვე მათთან საუბრით მოვხვდი, რომ სამოქალაქო საზოგადოება მზად იყო ცვლილებებისთვის.

 

ამავე დროს უნდა აღვნიშნო, რომ ნაზარბაევს, ივანიშვილისგან განსხვავებით საკმაოდ ბევრი ჰქონდა გაკეთებული ყაზახეთისთვის, მაგრამ ეს არ აძლევს მას უფლებას, პირად საკუთრებად ექცია ქვეყანა და არაფორმალურად მართოს ფუფუნების პირობებში ჩრდილიდან”,- წერს მიხეილ სააკაშვილი.

 

მასობრივი პროტესტის ფონზე ყაზახეთში მთავრობა დღეს გადადგა, ყოფილი პრეზიდენტი ნაზარბაევი კი უშიშროების საბჭოს აღარ უხელმძღვანელებს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები