“სწრაფად მიგვაქანებენ ესენი რუსეთის ხახაში, მაგრამ ჩვენ ამას არ დავუშვებთ”, – ამის შესახებ საქართველოს მესამე მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.
“ევროკავშირმა გამოაცხადა, რომ საქართველოს მთავარობამ დაარღვია შეთანხმება. მე არც მახსენდება პრეცენდენტი, რომ ასეთი მინიშნება გაეკეთებინათ ადრე, შევარდნაძის დროსაც კი. ასევე, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა გუშინ პირდაპირ ილაპარაკა უკვე სანქციებზე. ესეც წარმოუდგენელი რამ ხდება ჩვენ თავს, უბედურება. პრაქტიკულად სწრაფად მიგვაქანებენ ესენი რუსეთის ხახაში. ჩვენ ამას არ დავუშვებთ.
მე გავაკეთებ ჩემი თემის, საერთაშორისო რესურსების მობილიზაციას, ჩვენი მეგობრების მობილიზაციას და რეფერენდუმის წინ მე ვაპირებ საქართველოში ყოფნას, ჩამოსვლას. რაც არ უნდა დაგეგმოს საქართველოს ე.წ მთავრობამ და სინამდვილეში უზურპატორებმა და საქართველოს დემოკრატიის მესაფლავეებმა. მე ვფიქრობ, რომ ის რაც ხდება საქართველოში, არის დროებითი საშინელება, რომლისგანაც ჩვენ აუცილებლად ვიპოვით გამოსავალას”, – განაცხადა სააკაშვილმა.