spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მიხეილ სააკაშვილი – მე რომ ვყოფილიყავი თქვენ შორის ქუჩებში, დაგეხმარებოდით უფრო და დამთავრდებოდა ყველაფერი მშვიდობიანად

ვისაც ჩემი გისოსებს მიღმა ყოფნა უნდათ, არ ესმით, რომ მე რომ ვყოფილიყავი თქვენ შორის ქუჩებში, დაგეხმარებოდით უფრო და დამთავრდებოდა ყველაფერი მშვიდობიანად, იმიტომ, რომ მე მაქვს ყველაზე მეტი გამოცდილება, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მისივე თქმით, ახლა მნიშვნელოვანი პოლიტიკური ერთობაა.

“ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ოპოზიციური ერთობა. ოპოზიციური ერთობა არ არის სილამაზის კონკურსი სხვადასხვა პოლიტიკოსების ცალკეული აღებულის, ეს არის ერთობა ხალხის გარშემო, იმიტომ, რომ თბილისის ქუჩებში დაიბადა ახალი საქართველო. მათ, ვისაც ჩემი გისოსებს მიღმა ყოფნა უნდათ, არ ესმით, რომ მე რომ ვყოფილიყავი თქვენ შორის ქუჩებში, დაგეხმარებოდით უფრო და დამთავრდებოდა ყველაფერი მშვიდობიანად, იმიტომ, რომ მე მაქვს ყველაზე მეტი გამოცდილება. მე ჩემი თავი გავწირე და გადავდე იმისათვის, რომ საქართველო დადგეს ფეხზე.

ლაპარაკობენ ე.წ. 9-წლიან სისხლიან წლებზე და ვინც ამას იმეორებს, პირდაპირ რუსეთის მესიჯის გამტარია, მაგრამ იმ 9 წელსა და ამ 12 წელს შორის განსხვავება არის ის, რომ მაშინ ჩვენ ვიყავით ორიენტირებული პოზიტივზე, ესენი ორიენტირებული არიან და ყველაფერი გადასული აქვთ ე.წ. სასამართლოს დერეფნებში, ე.წ. სასამართლო დარბაზებში. მურუსიძე სააკაშვილის დროსაც იყო, მაგრამ არც კი მქონდა გაგონილი, იმიტომ, რომ სასამართლო არაფრის ცენტრი არ იყო. მათ გადააქციეს პოლიტიკა დაჭერის, ცემის და სახეში შეფურთხების ქმედებებად.

ეროვნული სუვერენიტეტსა და ფეოდალურ დიქტატურას შორის განსხვავება არის ის, რომ ეროვნული სუვერენიტეტის პირობებში ხალხი კენჭისყრით წყვეტს და ფეოდალურ დიქტატურაში კი ყველაფერი ემსახურება ერთ ადამიანს. ის, რაც ხდება საქართველოში, პირდაპირ ეწინააღმდეგება ეროვნულ სუვერენიტეტს”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი ე.წ. პიჯაკების საქმეზე მიმდინარეობს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები