spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მიხეილ სააკაშვილი – მიმართეთ თქვენს ახლობლებს, მეგობრების, ნათესავებს, მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში, ეს არჩევნები ჩვენი ცხოვრების ყველაზე მთავარი არჩევნებია!

ჩვენ, “ერთიანობა – ნაციონალურ მოძრაობას”, გვჭირდება მაქსიმალური მობილიზება ჩვენი ქვეყნის კიდევ ერთხელ გადასარჩენად და ევროპული მიზნის მისაღწევად, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერს.

“ჩემი და ბიძინას შედარება არ შეიძლება. რუსი ოლიგარქის ინტერესი ფულია. ჩემი საფიქრალი და საზრუნავი ქართველი ხალხი და საქართველოა, რომელსაც სიამაყით ვემსახურე!

მე მიყვარს ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხისგან ვიღებ ენერგიას. ივანიშვილი ხედავს რა ხალხის გამოღვიძებას და საპროტესტო მუხტს, მისთვის საზოგადოების მიუღებლობა შესაბამისად იზრდება.

ბიძინას სჭირდება მორჩილები და ღატაკი ქვეყანა.

ჩვენ გვინდა თავისუფალი, ამაყი და განვითარებული საქართველო, მაღალი შემოსავლებით და ღირსეულ სამსახურებში დასაქმებული ხალხით, რომელიც ევროპის პოლიტიკური ოჯახის წევრი იქნება.

მიმართეთ თქვენს ახლობლებს, მეგობრების, ნათესავებს, მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში. ეს არჩევნები ჩვენი ცხოვრების ყველაზე მთავარი არჩევნებია!

ყველაფერი ვიღონოთ იმისთვის, რომ ეს არ იყოს ჩვენი უკანასკნელი არჩევნები! გავუფრთხილდეთ ჩვენს დამოუკიდებლობას, დემოკრატიულ ღირებულებებსა და მისწრაფებებს, ვუერთგულოთ ჩვენს ქვეყანას და არ დავკარგოთ ჩვენი მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოებრიობა!

ჩვენ, “ერთიანობა – ნაციონალურ მოძრაობას”, გვჭირდება მაქსიმალური მობილიზება ჩვენი ქვეყნის კიდევ ერთხელ გადასარჩენად და ევროპული მიზნის მისაღწევად.

მოვიშოროთ მაჯლაჯუნა და გავათავისუფლოთ მისი მძევლობისგან საქართველო!
გააფერადე 5.

ღმერთმა დალოცოს ჩვენი ქვეყანა – საქართველო

მიყვარხართ, თქვენი მიშა”, – წერს სააკაშვილი.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები