spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მიხეილ სააკაშვილი – მინდა სალომე ზურაბიშვილს დავუსვა კითხვა, რამდენად კომფორტულად გრძნობს თავს ამ ხალხის კომპანიაში?

იმ ხალხის შთამომავლები, რომლებიც ჩემს წინაპრებს პოლიტიკურად დევნიდნენ და ანადგურებდნენ, ახლა ჩემი განადგურებით არიან დაკავებული, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერს.

 

“ამასწინათ, ვლადიმერ კარა-მურზას ბებიის ინტერვიუ ვნახე და აღმოჩნდა, რომ სტალინის დროს კარა-მურზას ბაბუა ციხეში იმყოფებოდა.

 

ჩემი დიდი ბაბუა და დიდი ბებია, ნიკოლოზ წერეთელი და თამარ აბაშიძე, ასევე ბაბუაჩემი მამა, დომენტი ალასანია, ყველანი პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლი იყვნენ. ნიკუშა წერეთელი 10 წლით გადაასახლეს, მისი ძმა, ალოშა წერეთელი 20 წელზე მეტით, თამარის ძმა დახვრიტეს, მამამისი, ჯიბო არაერთხელ იყო დაპატიმრებული და ბოლოს გულაგს შეეწირა, დომენტი 10 წელი იყო ბანაკში.

 

იმ ხალხის შთამომავლები, რომლებიც ჩემს წინაპრებს პოლიტიკურად დევნიდნენ და ანადგურებდნენ, ახლა ჩემი განადგურებით არიან დაკავებული. მე მინდა სალომე ზურაბიშვილს დავუსვა კითხვა, მისი წარმოშობის გათვალისწინებით, რამდენად კომფორტულად გრძნობს თავს ამ ხალხის კომპანიაში?

 

მე ბავშვობიდან ვიზრდებოდი იმ აზრით, რომ არსებობს უსამართლობა, რომელმაც შეიძლება ნებისმიერ დროს უხეშად გადაგიაროს და მოგკლას კიდევაც, მაგრამ მაინც არ მეგონა თუ ყველაფრის შემდეგ, რაც ჩვენს ქვეყანას გავუკეთე, ბნელეთის აგენტები მაინც უკვე დამოუკიდებელ საქართველოში მომწვდებოდნენ და სამაგალითო განადგურებას მომიწყობდნენ. 

 

არა უშავს, მე თუნდაც ჩემი წინაპრების გამო, ბოლომდე ვიბრძოლებ და ამ უსამართლობას, რომელიც არა მხოლოდ მე, არამედ ჩემს ხალხს ეხება, არც ერთ შემთხვევაში არ დავუხრი თავს!” – წერს სააკაშვილი.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები