spot_img
spot_imgspot_img
spot_img

მიხეილ სააკაშვილი – მინდა, მოვუწოდო მას, შეწყვიტოს შიმშილობა, ის გვჭირდება ცოცხალი და ჯანმრთელი, როგორც ძალიან მამაცი და უკიდურესად საჭირო მოწმე

გიორგი ჩიკვაიძე იმიტომ ისჯება, რომ მან ამხილა და კონკრეტულად გამოამზეურა ივანიშვილის კავშირები “ეფესბესთან“ და მისი კურატორი დაასახელა, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბიზნესმენ გიორგი ჩიკვაიძესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.

მიხეილ სააკაშვილი გიორგი ჩიკვაიძეს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

“გიორგი ჩიკვაიძე იმიტომ ისჯება, რომ მან ამხილა და კონკრეტულად გამოამზეურა ივანიშვილის კავშირები “ეფესბესთან“ და მისი კურატორი დაასახელა.

ის უკვე მე-11 დღეა, შიმშილობს. მინდა მოვუწოდო მას, შეწყვიტოს შიმშილობა. ის გვჭირდება ცოცხალი და ჯანმრთელი, როგორც ძალიან მამაცი და უკიდურესად საჭირო მოწმე.

გიორგი მოგიწოდებ ბრძოლის გაგრძელებისკენ სხვა მეთოდებით“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები