საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 5 ოპოზიციონერი დეპუტატის მიერ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრობის კანდიდატების მხარდაჭერას ეხმაურება.
“ნებისმიერი თანამშრომლობა პარლამენტში თუ მის გარეთ უკვე ღიად პროოკუპაციურ რეჟიმთან არის ანტიეროვნული აქტი”, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
5 ოპოზიციონერმა დეპუტატმა დღეს პარლამენტში იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრობის მმართველი გუნდის მიერ შერჩეულ კანდიდატებს დაუჭირა მხარი.
კენჭისყრა ფარული იყო, თუმცა მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეს დეპუტატები არიან: ნატო და როსტომ ჩხეიძეები, ბაჩუკი ქარდავა, ნიკა მაჭუტაძე და დილარ ხაბულიანი.