spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მიხეილ სააკაშვილი – ნუ გაკომპლექსებთ სააკაშვილი, თუ საჭიროა, ავორთქლდები და გავქრები, მაგრამ ყველანი ერთად უნდა ვიყოთ

ნუ გაკომპლექსებთ სააკაშვილი, თუ საჭიროა, ავორთქლდები და გავქრები, მაგრამ ყველანი ერთად უნდა ვიყოთ, –  ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო დარბაზში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

 

როგორც მან განაცხადა, 7 ნოემბერი იყო საქართველოში რუსეთის მიეწრ წარმოებული ჰიბრიდული ომის ნაწილი. 

 

“7 ნოემბერი იყო საქართველოში ჰიბრიდული ომის ნაწილი. ჯო ბაიდენი 7 ნოემბრის შემდეგ გამოვიდა და თქვა, რომ ის, რაც მოხდა თბილისში 7 ნოემბერს, ეს იყო რუსეთის მიერ დაგეგმილი პროვოკაცია. ჯო ბაიდენის გამოძახება არ გინდათ მოწმედ? სხვათაშორის, ძალიან გამიკვირდა, არცერთ სხვა სენატორს ასეთი ზუსტი რეაქცია არ ქონდა მაშინ. მივმართავ პოლიტიკოსებს, ნუ გაკომპლექსებთ სააკაშვილი, თუ საჭიროა, ავორთქლდები და გავქრები, მაგრამ ყველანი ერთად უნდა ვიყოთ, მობილიზებული, ერთი მიმართულებით უნდა მივდიოდეთ, თუ მართლა გვინდა ცვლილებები ჩვენს ქვეყანაში. 

 

მე არ ვაპირებ ყვირილს და ჩხუბს, არ ვაპირებ სენსაციებს, რასაც შეეჩვივნენ, დღევანდელი დღიდან ვიმყოფები სრული შიმშილობის რეჟიმში, ეს ჩემი სიცოცხლე არის შენატანი საქართველოს უკეთესი მომავალი დღისათვის“, -განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

 

მან ასევე განმარტა მის მიერ გამოცხადებული უვადო შიმშილობის მიზეზი. 

 

“არ მივცემ საშუალებას, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობებსების პირობებში მაინც ისე გამანადგურონ.  ჩემი მოთხოვნაა ადეკვატური ჯანმრთელობის დაცვის განხორციელება, როგორც ეს არის სახალხო დამცველის დასკვნაში“,  – განაცხადა სააკაშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები