spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მიხეილ სააკაშვილი – პუტინმა და ლუკაშენკომ ბოლო პოლიტპატიმრები გაუშვეს, როდემდე უნდა გყავდეთ ციხეში მე და სხვა პოლიტპატიმრები?

ჩვენი ამოცანა დღეს არის აუცილებელი მობილიზაცია. ჩვენ აუცილებლად პარტნიორებთან ერთად დავიცავთ არჩევნების შედეგებს. ისინი აპირებენ, რა თქმა უნდა, გაყალბებას, თავისი ციფრების დაწერას, ჩვენ კი ვაპირებთ ორგანიზებულად ნამდვილი ციფრების მოპოვებას, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

“მართლაც საოცრებაა მართლმსაჯულების ასეთი დაცინვა და აბუჩად აგდება. თქვენ შეგიძლიათ, უსასრულოდ მასამართლოთ და მრავალი წელი გავიდეს. მე მინდა ივანიშვილს ვუთხრა: შენ უკვე ყველა რეკორდი მოხსენი. გუშინ პუტინმა და ლუკაშენკომ ბოლო პოლიტპატიმრები გაუშვეს. როდემდე უნდა გყავდეთ ციხეში მე და სხვა პოლიტპატიმრები?

ჩვენი ამოცანა დღეს არის აუცილებელი მობილიზაცია. ჩვენ აუცილებლად პარტნიორებთან ერთად დავიცავთ არჩევნების შედეგებს. ისინი აპირებენ, რა თქმა უნდა, გაყალბებას, თავისი ციფრების დაწერას, ჩვენ კი ვაპირებთ ორგანიზებულად ნამდვილი ციფრების მოპოვებას, ნამდვილი ეგზიტპოლების შედეგების დადებას, სადაც ისინი აუცილებლად წააგებენ, როგორ ვენესუელაში წააგეს და ამის შემდეგ, ჩვენ ყველამ ოპოზიციამ უნდა მოვნახოთ საერთო ენა კიდევ ერთხელ და ერთად გავუძლოთ ამათ შემოტევას.

ისინი შეეცდებიან დაგვღალონ, სატყუარები გამოაგდონ, დრო გაიყვანონ, ამასობაში ფიქრობენ, იქნებ რამე შეიცვალოს ამერიკაში და ყველამ დაივიწყოს საქართველო. არ უნდა დავავიწყებინოთ საქართველო მსოფლიოს. რამდენადაც ჩვენ ვიბრძოლებთ, იმდენად გვექნება მხარდაჭერა. ჩვენ ახლა გვაქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა, ნახეთ მოსმენები კონგრესში და სენატში, ნახეთ სახელმწიფო მდივნის, ევროკავშირის განცხადებები და ეს მხოლოდ იმიტომ არ ხდება, რომ ჩვენ ვიბრძვით, იმის გამო ხდება, რომ ჩვენ ამაყად ვუდგავართ ძალმომრეობას და ძალადობას”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთაში ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები