spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მიხეილ სააკაშვილი – ქართველ ხალხს წაართვეს ეს არჩევნები, ამიტომაც ჩვენი ვალია უწყვეტი აქციები და სახალხო დაუმორჩილებლობა

ჩატარებული არჩევნების შეფასებაში უპრეცედენტო ერთობა საქართველოს პრეზიდენტის, არასამთავრობო ორგანიზაციების და პოლიტიკური პარტიების აღარ ტოვებს არავითარ საფუძველს ცესკოს წარმოდგენილი ციფრების მისაღებად, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, სასწრაფოდ უნდა ჩამოყალიბდეს ოპოზიციის გაერთიანებული საკოორდინაციო ცენტრი არჩევნების შედეგების დაცვისთვის.

“ჩატარებული არჩევნების შეფასებაში უპრეცედენტო ერთობა საქართველოს პრეზიდენტის, არასამთავრობო ორგანიზაციების და პოლიტიკური პარტიების აღარ ტოვებს არავითარ საფუძველს ცესკოს წარმოდგენილი ციფრების მისაღებად.

არჩევნები, რომელშიც დამაჯერებლად გაიმარჯვა ოპოზიციამ, ოფიციალური პირების მიერ ტოტალურად გაყალბებულია.

დიდი მადლობა ყველას ვინც დაუღალავად იშრომა ჩვენი ქვეყნის ევროპაში შესაყვანად და ღირსეული შედეგის მისაღებად, ახლა დადგა დრო ეს გამარჯვება რეალობად ვაქციოთ!

არჩევნების ამ შედეგს ყველა ელოდა, ჩემთვის გასაკვირია თუ რატომ აღმოჩნდა ეს შოკი ზოგიერთისთვის.

სასწრაფოდ უნდა ჩამოყალიბდეს ოპოზიციის გაერთიანებული საკოორდინაციო ცენტრი არჩევნების შედეგების დაცვისთვის.

ქართველ ხალხს წაართვეს ეს არჩევნები, ამიტომაც ჩვენი ვალია უწყვეტი აქციები და სახალხო დაუმორჩილებლობა.

ჩვენ ხალხს აქვს სრული უფლება და ვალი დაიცვას საკუთარი თავიც და მონაპოვარიც ყველა მეთოდით.

ახლა არის მოქმედების დრო“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები