ჩვენ მივედით იმ გზაზე, სადაც საქართველო არასდროს ყოფილა. თავის დროზე ზვიად გამსახურდია ამბობდა – “ქრისტეს გზა, თუ ბარაბას გზა” – ჩვენ ვართ ქრისტეს გზის დასაწყისში და ქართველი არასდროს არ ყოფილა ასეთი ერთიანი. მე ასეთი ერთსულოვნება არ მახსოვს. ქართველმა ერმა ზუსტად იცის, რა უნდა გააკეთოს 26 ოქტომბერს და როგორ დაიცვას თავისი არჩევანი, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე ჩართვისას განაცხადა.
მისი თქმით, მან სიცოცხლე ჩაიგდო საფრთხეში, როცა საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა, რათა საქართველოს მოქალაქეებისთვის კეთილდღეობა მოეტანა.
“ჩვენ მივედით იმ გზაზე, სადაც საქართველო არასდროს ყოფილა. თავის დროზე ზვიად გამსახურდია ამბობდა – “ქრისტეს გზა, თუ ბარაბას გზა” – ჩვენ ვართ ქრისტეს გზის დასაწყისში და ქართველი არასდროს არ ყოფილა ასეთი ერთიანი. მე ასეთი ერთსულოვნება არ მახსოვს. ქართველმა ერმა ზუსტად იცის, რა უნდა გააკეთოს 26 ოქტომბერს და როგორ დაიცვას თავისი არჩევანი.
დღევანდელი ყველა გამოკითხვით, “ნაციონალური მოძრაობა” არის პირველ ადგილზე. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, ხალხმა ნახოს, რომ ამ ძალას შეუძლია ამ “ოცნების” ჯებირის გარღვევა.”ქართული ოცნების” პროცენტული რიცხვი ზუსტად ემთხვევა იმ პროცენტს, რომელიც მათ აქვთ ადმინისტრაციულად დასაქმებული. მაგრამ მე არ მგონია, რომ ხალხი, რომელიც არის ადმინისტრაციულ სექტორში, გავარდება და ხმას მისცემს “ქართულ ოცნებას”. ტყუილების აღარავის აღარ სჯერა.
ბიზნესს ემუქრება საფრთხე, თუ ესენი დარჩებიან, იმიტომ, რომ ერთი რამე უნდა გვესმოდეს, ქვეყნის კაპიტალიზაცია მკვეთრად შემცირდება.
მე დავბრუნდი, სიცოცხლე ჩავიგდე საფრთხეში, გადმოვედი საქართველოში. ზოგს ეცინებოდა, ტრაილერით შემოვიდაო, მაგრამ დიახ, მე სიცოცხლე გავრისკე იმისათვის, დანარჩენმა ქართველებმა ღირსებით შეძლონ საქართველოში დაბრუნება. დაცარიელებული საქართველო ჩემი კოშმარი იყო და ამიტომ წამოვედი აქ.
ჩვენ ვეწინააღმდეგებით ძალადობის ნებისმიერ მცდელობას, ბელორუსული სცენარის ნებისმიერ მცდელობას, ომისა და არევის ნებისმიერ მცდელობას.
ჩვენ ძალიან ახლოს ვართ დიდ გამარჯვებამდე. ეს არის თითოეული ქართველის კეთილდღეობა, ეს არის საქართველოს დაბრუნება ევროკავშირში. სიმტკიცე არის გადამწყვეტი, არჩევნებზე მისვლაა ახლა გადამწყვეტი”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.