ყოველი დღე ჩემი პატიმრობის არის სირცხვილი მსოფლიოს თვალში, არის სირცხვილი საქართველოს ისტორიის თვალში, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა.
სიტყვით გამოსვლისას ექსპრეზიდენტი სასამართლოსა და ბრალდების მხარის წარმომადგენლებს დაუპირისპირდა და მათ „ბნელი ოლიგარქის“ წარმომადგენლები უწოდა.
“ყოველი დღე ჩემი პატიმრობის არის სირცხვილი მსოფლიოს თვალში, არის სირცხვილი საქართველოს ისტორიის თვალში. სასამართლო, რომელიც ასამართლებს სააკაშვილს, ეს ტერმინი თავისთავად არის სასაცილო, მას შემდეგ რაც ჰააგამ გამამართლა ბოლომდე, რაც სტრასბურგმა გამამართლა ორჯერ ბოლომდე, მას შემდეგ, რაც ჰოლანდიის რეგიონულმა სასამართლომ გამამართლა ბოლომდე, რა უფლება გაქვთ, თქვენ მე გამასამართლოთ?! მაგრამ ეს არის თქვენი სამართალი, რადგან თქვენ არ გაქვთ არც სასამართლო, არც პროკურატურა, თქვენ გყავთ ერთი გაუნათლებელი, ბნელი, რუსეთის შნირი ოლიგარქი. თქვენ ხართ ერთი ბნელი ოლიგარქის წარმომადგენელი, ამიტომ მეგობრებო, ვიბრძვით ბოლომდე, ჩვენ არ ვიხევთ უკან. ნუ გეშინიათ, ამათი ბოლო დღეები დგება“- განაცხადა სააკაშვილმა.