spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მიხეილ სააკაშვილი – ყველა, ვინც ამას მისცემს ხმას, ოფიციალურად თანამონაწილეობს ღალატში

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მიერ აგვისტოს ომთან დაკავშირებით ბოდიშის მოხდის შესახებ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.

“ჩემს მიერ აშენებულ გორის ჩიხში გაკეთებულ განცხადებებზე, არამხოლოდ საქართველოს არცერთ მმართველს არ ჩაუდენია ათასწლეულების განმავლობაში ივანიშვილის მსგავსი სახელმწიფო ღალატი, არამედ ვერ ვიხსენებ, რომ ბოლო ათწლეულებში რომელიმე თანამედროვე მსოფლიოს მსგავს მაგალითს.

ივანიშვილი თავიდანვე მიჰყვებოდა გეგმას. ჯერ წულუკიანმა მისი დავალებით ხელოვნურად მოახდინა 2015 წელს პროვოცირება ჰააგის პროკურორის მიერ ქართველი სამხედროების ქმედებების გამოძიების. ივანიშვილს და რუსებს იმედი ჰქონდათ, რომ ჰააგის საერთაშორისო სისხლის სასამართლო დამადანაშაულებდა მე და ქართველ ჯარისკაცებს. სინამდვილეში მოხდა ის, რომ 2022 წელს ჰააგის პროკურორმა მთლიანად გაამართლა ჩვენი ქმედებები.

გაწბილებულმა ივანიშვილმა/რუსებმა გადაწყვიტეს იგივე გააკეთონ ახლა ყოველგვარი საერთაშორისო ლეგიტიმაციის გარეშე. ამის პარალელურად გორის განცხადებით ივანიშვილმა ავტომატურად ჩააყენა საქართველო მილოშევიჩის სერბეთის მდგომარეობაში (ოღონდ იმ განსხვავებით, რომ სერბებს დღემდე არანაირი ბოდიში არ მოუხდა) ამით მან მწვანე შუქი აუნთო “სამხრეთ ოსეთის” და აფხაზეთის დამოუკიდებლობის საერთაშორისო აღიარებას და დიდი ალბათობით თვითონაც ემზადება ასეთი აღიარებისთვის.

ყველა, ვინც ამას მისცემს ხმას, ოფიციალურად თანამონაწილეობს ღალატში. ასეთია როგორც ყველასთვის ნათელი გახდა მისი ვალდებულებები რუსების წინაშე. ვშიშობ მან ეს არჩევნებამდე არ გააკეთოს, რათა უზრუნველყოს როგორც მინიმუმ რუსების მიერ ნების დართვა არჩევნების შემდეგ გადასახლდეს მის მიერ მოსკოვში იანუკოვიჩის მახლობლად ახლახან შეძენილ სასახლეში.

და ბოლოს მინდა მივმართო მათ ვისაც კიდევ სჯერა (ასეთი დღეს აბსოლუტური უმცირესობაა) რომ მე რაღაც რეალური დანაშაულისთვის ვარ პუტინის საამებელ ტყვეობაში. მე უკვე სამი წელია, ვარ გამომწყვდეული მხოლოდ ერთი რამის გამო, რომ არ ჩავაბარე ჩვენი ქვეყანა, არ მივატოვე თბილისი და ორგანიზება გავუკეთეთ აგრესორისადმი წინააღმდეგობას.

საქართველო არასდროს მოიხდის ბოდიშს!” – წერს სააკაშვილი.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები