spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მიხეილ სააკაშვილი – ყველაფერი ეს სასაცილო იქნებოდა, საქმე რომ არ გვქონდეს მკვლელობის სცენართან და ურთქმელიძე არ იყოს ცივსისხლიანი მკვლელობის კლასიკური წარმომადგენელი

4 წლის ასაკში ველოსიპედიდან რომ გადმოვვარდი და სამი კბილი მოვიტეხე – სინამდვილეში ესაა ყველაფერში დამნაშავე და არა ის, რომ მირტყეს, ასფალტზე და იატაკზე მათრიეს, შუმოკი მომიწყვეს და მომწამლეს თბილისში, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებაშია აღნიშნული.

 

“გუშინდელი სასამართლო პროცესიდან, იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლების გამოსვლიდან მე გავიგე რამდენიმე რამ:

 

სამინისტრო არ ენდობა არცერთი მისი შერჩეული ექიმის დასკვნას

 

ის, რომ ჩავარდნები მაქვს მეხსიერებაში, 50 კილო დავიკელი, ვერ დავდივარ და ა.შ. 2017 წლის კიევის მოვლენების ბრალი ყოფილა. ჩემი აზრით, 4 წლის ასაკში ველოსიპედიდან რომ გადმოვვარდი და სამი კბილი მოვიტეხე – სინამდვილეში ესაა ყველაფერში დამნაშავე და არა ის, რომ მირტყეს, ასფალტზე და იატაკზე მათრიეს, შუმოკი მომიწყვეს და მომწამლეს თბილისში. ვინმე ნიკოლაიშვილი ეუბნება მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ნევროლოგს, რომ არ ვენდობი შენს დიაგნოზსო, ოღონდ ამ ნიკოლაიშვილს გორის იურიდიული ფაკულტეტი აქვს დამთავრებული და პრაქტიკულად გენიოს ლაჰანს (რომელიც 12 წლის ასაკში გახდა სტუდენტი, დაჯილდოებულია ამერიკის ყველა მთავარი ჯილდოთი) ეკამათება მედიცინაზე.

 

ყველაფერი ეს სასაცილო იქნებოდა, საქმე რომ არ გვქონდეს მკვლელობის სცენართან და ურთქმელიძე არ იყოს ცივსისხლიანი მკვლელობის კლასიკური წარმომადგენელი.

 

რაც შეეხება მსგავსი სუბიექტების გლობალური მაგნიტსკის სიაში ჩართვას, მე მოვუწოდებ ამ საქმეში აქტიურად ჩაერთონ არასამთავრობო ორგანიზაციები, ვინაიდან ეს არაა პარტიული საკითხი”, – წერს სააკაშვილი.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები