საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, “ტვ პირველის” ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო წუხილს გამოთქვამს.
სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ხელისუფლება მისივე მსხვერპლის დისკრედიტაციას ცდილობს.
“ლექსო ლაშქარავას ბოლო ინტერვიუს ვუყურე. რა ნორმალური, გონიერი, ადამიანური ბიჭი ყოფილა და ასეთ ადამიანებს სწირავენ საქართველოში. თანაც, ეს მართლა ნარკომანების და კრიმინალების ბრბო ცდილობს, როგორც ყველა დანარჩენი მათი მსხვერპლის, ლექსოს სახელისაც სიკვდილის შემდეგ გაშავებას.
მართლა დიდი დანაკარგია საქართველოსთვის ლექსო და უდიდეს სამძიმარს ვუცხადებ მის დედას, მის ოჯახის წევრებს და ყველა მის ახლობელს”- წერს სააკაშვილი.