საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთ ლიდერზე ნიკა მელიაზე თავდასხმას ეხმაურება.
“რა უბადრუკი და სამარცხვინო თავდასხმა იყო, პოსტვს თანხლებით, ნიკა მელიაზე.
ზუსტად ამას აკეთებდნენ შევარდნაძე, მამალაძე და ასლან აბაშიძე 2003-ში. ივანიშვილი აპირებს ყველას გადაუჯოკროს.
ჩვენ კი მეტად ორგანიზებული და ერთიანი უნდა ვიყო ვიდრე ოდესმე, არჩევნებამდეც და არჩევნების შემდეგაც.
ივანიშვილის გეგმაა სამოქალაქო დაპირისპირების იმიტაცია, არ უნდა გავაკეთებინოთ!” – წერს სააკაშვილი.
“კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთ ლიდერს ნიკა მელიას გუშინ სამტრედიაში საარჩევნო ოფისის გახსნისას ახალგაზრდა მამაკაცი თავს დაესხა და სახის არეში დაარტყა.