spot_img
spot_imgspot_img
spot_img

მიხეილ სააკაშვილი – როგორც თქვენმა ყოფილმა უმაღლესმა მთავარსარდალმა მინდა, მოგთხოვოთ, დაუყოვნებლივ შეწყვიტოთ შიმშილობა

მინდა კი არ გთხოვოთ, არამედ როგორც თქვენმა ყოფილმა უმაღლესმა სარდალმა მოგთხოვოთ, დაუყოვნებლივ შეწყვიტოთ შიმშილობა – ასე მიმართავს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ყოფილ სამხედროს რომან შამათავას, რომელიც ორ პატიმართან ერთად სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებაში შიმშილობს. 

 

მესამე პრეზიდენტის წერილი ციხიდან “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა ეკა ხეხრხეულიძემ გამოიტანა. მისივე თქმით, რომან შამათავას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია.

 

“გავიგე, რომ საპატიმროში მყოფი სამხედროები შიმშილობენ ჩემთან სოლიდარობის ნიშნად, ისიც გავიგე, რომ მინიმუმ ერთი მათგანის, რომან შამათავას მდგომარეობა არის ძალიან მძიმე. რომან შამათავა არის საქართველოს ეროვნული გმირი. მინდა კი არ გთხოვოთ, არამედ როგორც თქვენმა ყოფილმა უმაღლესმა მთავარსარდალმა, მოგთხოვოთ, დაუყოვნებლივ შეწყვიტოთ შიმშილობა, ჩემი მსხვერპლიც საკმარისია ამ ეტაპზე”, – წერს მიხეილ სააკაშვილი. 

 

რუსთავის #12 დაწესებულებაში  მესამე პრეზიდენტის  მიხეილ სააკაშვილის სოლიდარობის ნიშნად ირაკლი ფირცხალავა, გიორგი ცააძე და რომან შამათავა შიმშილობენ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები