სახელისუფლებო ვერტიკალში ცვლილებები კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ უნარიან და ნიჭიერ ახალგაზრდებს ამ ქვეყანაში პერსპექტივა არ აქვთ, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ახალგაზრდები საქართველოში დაბრუნდეს.
“სახელისუფლებო ვერტიკალში ცვლილებები კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ უნარიან და ნიჭიერ ახალგაზრდებს ამ ქვეყანაში პერსპექტივა არ აქვთ. ჩემი ყველა ახლობლის შვილი ტოვებს ან უკვე დატოვა ქვეყანა.
ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ დავიბრუნოთ ახალგაზრდები და მათ გზა საკუთარ ქვეყანაში გავუხსნათ!” – წერს მიხეილ სააკაშვილი.