spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მიხეილ სააკაშვილი – სახლში რომ მიხვალთ ბარბარობის აღსანიშნად, იქნებ პირჯვრის გადაწერისას, ერთხელ მაინც ჩაიხედოთ სარკეში, იქნებ სადმე სინდისის და ადამიანურობის ნატამალი აღმოაჩინოთ

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, კლინიკაც”ვივამედში” მის მოსანახულებლად მისულ დედას გული ალასანიას საავადმყოფოფს მოსაცდელში ალოდინებენ და ამცირებენ.

 

მესამე პრეზიდენტის წერილი ჟურნალისტებთან გიული ალასანიამ წაიკითხა.

 

“ყოველ ჯერზე საკვების შემოტანაზე, ჩემს არც თუ ისე პატარა დედას, ამცირებენ და საათობით აცდევინებენ და მერე ვინმეს უკვირს, მწყობრიდან რატომ გამოვდივარ. მინდა ვკითხო ამ სპეცოპერაციის განმახორციელებლებს, თქვენ დედები საერთოდ გყავთ?! გასაგებია, რომ პუტინისგან ჩემი მკვლელობა გაქვთ დავალებული და ამ მიზნით მომწამალეთ და ყველა სხვა დანაშაულს ჩადიხართ, მაგრამ დედაჩემი რა შუაშია? საღამოს სახლში რომ მიხვალთ ბარბარობის აღსანიშნად, კმაყოფილები რომ დღესაც დაამცირეთ დამსახურებული პროფესორი, იქნებ პირჯვრის გადაწერისას, ერთხელ მაინც ჩაიხედოთ სარკეში და იქნებ სადმე სინდისის და ადამიანურობის ნატამალი აღმოაჩინოთ”, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები