spot_img
spot_imgspot_img
spot_img

მიხეილ სააკაშვილი – საქართველო იყო უკანასკნელი ქვეყანა, ვინც ეს თანხმობა მისცა მიუხედავად ამერიკელების მხრიდან 2-წლიანი ძლიერი ზეწოლისა

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების საკითხზე “ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებებს ეხმაურება.

 

“რაც შეეხება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებაზე ჩვენი სრულიად არაკომპეტენტური და მავნებელი მთავრობის განცხადებებს, რომელსაც ისინი საკუთარი ღალატის გასამართლებლად და ჩვენს დასადანაშაულებლად იყენებენ. 

 

საქართველო იყო უკანასკნელი ქვეყანა, ვინც ეს თანხმობა მისცა მიუხედავად ამერიკელების მხრიდან 2-წლიანი ძლიერი ზეწოლისა. ჩვენ ნებართვა მხოლოდ მას შემდეგ გავეცით, რაც რუსეთმა აღიარა ჩვენს საბაჟო საზღვრებად ფსოუ და ზემო ზარმაგი (როკის გვირაბი). ეს უზარმაზარი დიპლომატიური გამარჯვება იყო! მას შემდეგ, რაც ესენი მოვიდნენ, დარწმუნებული ვარ, რუსებისვე დავალებით დაივიწყეს ეს ხელშეკრულება და ახლა თავხედობა ყოფნით და აქეთ შემოგვიტრიალდნენ”, – წერს სააკაშვილი.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები