spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მიხეილ სააკაშვილი – საქართველო სასიკვდილო საფრთხეშია, რა დროს სოციალური დაპირებები და ფერადი კლიპებია! ჩვენ ხომ სინამდვილეში სამშობლოს ვკარგავთ

დაპირებებში კი ნუ ვეჯიბრებით ერთმანეთს, არამედ ყველამ ჩავკიდოთ ერთმანეთს ხელი, მივიყვანოთ ყველამ ჩვენი ამომრჩეველი საარჩევნო უბნებთან და ასე ერთიანობით გადავარჩინოთ საქართველო, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერს.

“საქართველო სასიკვდილო საფრთხეშია!

მეგობრებო, რა დროს სოციალური დაპირებები და ფერადი კლიპებია!

ჩვენ ხომ სინამდვილეში სამშობლოს ვკარგავთ, დიდი უბედურება გვემუქრება თუ 26-ში ყველანი არ დავირაზმეთ და არ მივედით საარჩევნო უბნებში, ჩვენ არა მხოლოდ უვიზო მიმოსვლას დავკარგავთ, არა მხოლოდ ქვეყანა მკვეთრად გაღარიბდება, არამედ ის საერთოდ აღარ გვექნება და რუსეთის ჩვეულებრივი ნაწილი გავხდებით.

ამიტომ დაპირებებში კი ნუ ვეჯიბრებით ერთმანეთს, არამედ ყველამ ჩავკიდოთ ერთმანეთს ხელი, მივიყვანოთ ყველამ ჩვენი ამომრჩეველი საარჩევნო უბნებთან და ასე ერთიანობით გადავარჩინოთ საქართველო.

მოვუწოდებ ყველა პარტიას და აქტიურ ადამიანს დავეხმაროთ თბილისში მყოფ რეგიონებიდან ჩამოსული ამომრჩევლების თავისი რეგისტრაციის უბნებზე ტრანსპორტირებაში, ავტობუსებით და თუ ავტობუსებს დაბლოკავენ, კერძო მანქანებით, თითოეული ხმის დაკარგვა სასიკვდილო საშიშროებას შეიცავს, მხოლოდ სრული მობილიზაციაა გამოსავალი!” – წერს სააკაშვილი.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები