სოკოებივით იზრდება ნარკოლოგიურების რაოდენობა. საქართველოში შემოდის ძალიან დიდი რაოდენობით ძალიან საშიში ნარკოტიკი, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე ჩართვისას განაცხადა.
მისი თქმით, ნარკოპოლიტიკაა საჭირო, წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც 90-იან წლებში გადაშენდა მთელი თაობა, ასეთივე გადაშენება ემუქრება ქართველ ახალგაზრდობას.
“ჩვენი საკნის ფანჯრები უყურებს ახალ ნარკოლოგიურს, რომელიც საქართველოში გაიხსნა. საქართველოში შემოდის ძალიან დიდი რაოდენობით ძალიან საშიში ნარკოტიკი. თუ ჩვენ დროს მკვეთრად შემცირდა ნარკომანია, ახლა ისე იზრდება და ისეთი საშიში ხდება.
სიხარულიძე, ნარკოლოგი მოგვიწოდებს, რომ ნარკოპოლიტიკა გვჭირდება და ახალი მიდგომები, წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც 90-იან წლებში გადაშენდა მთელი თაობა, ასეთივე გადაშენება ემუქრება ქართველ ახალგაზრდობას.
წარმოიდგინეთ, საქართველო ისეთი მანქანაა, რომელსაც საჭესთან ადამიანი უზის, ვინც უფსკრულისკენ მიექანება და მას გადაჩეხს – ქართველი ხალხი კი სადღაც საბარგულში ჰყავს ჩაკეტილი. ჩვენ ქართველ ხალხს იმის საშუალება უნდა დავუბრუნოთ, რომ თავისი ეროვნული მანქანის საჭესთან დაჯდეს, ესენი კი ამ მანქანიდან გადავყაროთ”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.