spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მიხეილ სააკაშვილი – საქმე გვაქვს ძალასთან, რომელსაც თუ ახლა გაუვიდა, ყველას დაიჭერს, ყველას გააქცევს და გაანადგურებს

ეს პროტესტი უნდა გაძლიერდეს, უნდა გადაიზარდოს ბევრად უფრო ძლიერ ზეწოლაში, იმიტომ, რომ ძალიან ლამაზი და ამაღელვებელია, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე ჩართვისას განაცხადა.

მისივე თქმით, ახლა მოთმენის დრო არ არის და ქვეყანაში პროტესტი უნდა გაძლიერდეს.

“არის ინფორმაცია, რომ ივანიშვილს საინკასაციო მანქანებით გააქვს ფული აეროპორტში. ის ემზადება წასასვლელად, მაგრამ ის თავისით არსად წავა. მას თქვენ მიაჩნიხართ ზედმეტად ამ ქვეყანაში, ამიტომ, როდესაც ვსაუბრობთ შეტევაზე, ვისაუბროთ შეტევაზე. ყოველ ჯერზე ეს უნდა იყოს ბევრად უფრო ძლიერი ზეწოლა. ეს არის მოძრაობა ქვემოდან ზემოთ. საქმე გვაქვს ძალასთან, რომელსაც თუ ახლა გაუვიდა, ყველას დაიჭერს, ყველას გააქცევს და გაანადგურებს. მათ არ აინტერესებთ, რომ ამ პროტესტის დროს ეკონომიკა ნადგურდება, რაც უფრო განადგურდება, უკეთესია მათთვის. ამიტომ, ბევრი დრო არ გვაქვს.

ეს პროტესტი უნდა გაძლიერდეს, უნდა გადაიზარდოს ბევრად უფრო ძლიერ ზეწოლაში, იმიტომ, რომ ძალიან ლამაზი და ამაღელვებელია. ამ ვითარებაში მათ უნდა ველაპარაკოთ თავიანთი ენით – ძლიერი პოლიტიკური ჯოხის ენით.

ახლა დროა, ეს ყველაფერი გადაიზარდოს ჩვენს გამარჯვებაში. გადადების, დაყოვნების დრო არ არის, არც მოთმინებისკენ მოწოდების დრო არ არის. გავიმარჯვებთ სახელოვნად”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები