პრეზიდენტი ზელენსკი საქართველოში უმძიმესი პოლიტიკური კირიზისის ფონზე მიიწვიეს, მსგავსი კრიზისი საქართველოში 90-იანი წლების დასაწყისის შემდეგ არ ყოფილა, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერს.
“სორბონის უნივერსიტეტის მეცნიერებათა დოქტორის და ვესტმინსტერის მაგისტრის წინაშე დგას ივანიშვილის უწიგნური, ბაბუინების ბრბო – აი ეს არის დღევანდელი საქართველოს კონტრასტი.
ყოჩაღ ნონა მამულაშვილი, თიკა ბოკუჩავა, რომელსაც ასევე დამთავრებული აქვს ჟენევის საერთაშორისო უნივერსიტეტი და ფლეთჩერის დიპლომატიისა და სამართლის სკოლა ბოსტონში”, – წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში და პარლამენტის დღევანდელი სხდომის ფოტოებს აქვეყნებს