საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ “ფეისბუქის” გვერდი გაუტხეს.
“სუსმა, როგორც ჩანს, მოახერხა მაინც ჩემი პეიჯის გატეხვა, უკვე მეორეჯერ, რაღაც სრულიად გაურკვეველი ტექსტით.
ახლა მივწერე Facebook-ს რომ დამატებით დაცვები დაამატოს.
მაინც არაფერი არ გამოგივათ მეგობრებო, არც ერთ ამ თემაზე, რომელზეც ახლა ნერვიულობთ.
რისი თქმა უნდოდათ, ამ ტექსტით, ეგეც ვერ გავიგე ბოლომდე…”, – წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.
სააკაშვილის ფეისბუქგვერდზე რამდენიმე საათის წინ კორონავირუსთან დაკავშირებით სტატუსი გამოქვეყნდა, რომელიც მალევე წაიშალა.